დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიება 15 მაისს, 14:00 საათზე სამეფო უბნის თეატრში ჩატარდება.
თბილისის კულტურის პოლიტიკაში გაჩნდა ახალი მიმართულება, რომელიც ინოვაციური პროექტების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
პროგრამის მთავარი ამოცანაა, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში კულტურული მრავალფეროვნების გამოკვეთა, კულტურის სფეროზე ხელმისაწვდომობის და ჩართულობის გაძლიერება და მდგრადობა, კულტურული ტურიზმის განვითარება და ამით დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდა.
პროგრამის საკონკურსო მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, ვიზუალური ხელოვნება, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს ვებ გვერდის www.tbilisi.culture.gov.ge მეშვეობით. პროგრამისთვის შექმნილ ახალ პლატფორმაზე, დაინტერესებული პირები დეტალური ინფორმაციის მიღებას და მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებაზე განაცხადის ონლაინ რეჟიმში გაკეთებას შეძლებენ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.