დუშეთის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანებული გზებისა და ჩახერგილი ხევების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად, უკანა ფშავში და ბარისახოში მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.
უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ თხილიანაში, ღვარცოფის შედეგად დაზიანებული გზა და სოფელში არსებული ხევები სრულად გაიწმინდა. უახლოეს პერიოდში, მდინარე არაგვში წყლის დონის შემცირებისთანავე, კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება სოფლებში - შუაფხო და უკანა ფშავი. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ლიქოკის ჭალაში.
რამდენიმედღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის 8 სოფელში მისასვლელი გზა უკვე გახსნილია. გაიწმინდა და გაღრმავდა მდინარე არაგვის კალაპოტი ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზემო მლეთაში, ეკომიგრანტებით დასახლებულ ზონაში.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.