შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნები - 2001 წელს დაბადებული გ.ქ. და 2002 წელს დაბადებული ნ.მ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიის შუშის კარი ჩაამსხვრიეს და მაღაზიაში უკანონოდ შეაღწიეს.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა არასრულწლოვნები იმ დროს დააკავეს, როდესაც მაღაზიაში, სტენდებზე განთავსებული ძვირადღირებული მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.