ივანიშვილმა ხომ შექმნა უკვე სამოქალაქო პლატფორმა, სადაც ვერაფერი ვერ გააკეთა, ასე იქნება ახლაც. ეძებეს, ეძებეს და ისევ ღარიბაშვილი, კახაძე და სუს-ის ახალი სახე შევარდნაძისდროინდელი მაღალჩინოსანი შენგელი ფიცხელაური მოძებნა, - განუცხადა გია ხუხაშვილმა „რეზონანსს“ „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების „კასტინგთან“ დაკავშირებით კომენტირებისას.
„წარმოუდგენელი და გაუგონარი რამ ხდება. პოლიტიკოსები თავად მიდიან პარტიაში და მათ პარტია პროფესიონალიზმის და მისი შესაძლებლობების მიხედვით, ანუ პოლიტიკური ბექგრაუნდის და გამოცდილების ფონზე არჩევს. ასეთი რამ არსად გამიგონია, რომ პოლიტიკოსი შენვე შექმნა და გასაუბრების საფუძველზე პარტიაში დაასაქმო. უბრალოდ „ოცნებას“ სხვა გზა არა აქვს, რადგანაც ამ პარტიაში ახალგაზრდა და კრეატიულად მოაზროვნე სახეები აღარ მიდიან. „ქართული ოცნება“ დაბერდა და მომავლის არმქონე პარტიაში ახალ სახეებს მისვლა არ უნდათ. ამიტომაც აირჩიეს ეს გზა, რომ შეარჩიონ მედროვე ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკა და ქვეყანა კი არ ადარდებთ, საკუთარ მომავალზე და ფულზე არიან ორიენტირებულები. რაც შეეხება მაია მიმინოშვილს, კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ის ჩემი კლასელი იყო. თავის საქმეში საკმაოდ პროფესიონალი კადრია, მაგრამ, ივანიშვილს პოლიტიკოსების შემქნაში როგორ დაეხმარება, ეს გაუგებარია. ივანიშვილმა ხომ შექმნა უკვე სამოქალაქო პლატფორმა, სადაც ვერაფერი ვერ გააკეთა, ასე იქნება ახლაც. ეძებეს, ეძებეს და ისევ ღარიბაშვილი, კახაძე და სუს-ის ახალი სახე შევარდნაძისდროინდელი მაღალჩინოსანი შენგელი ფიცხელაური მოძებნა. ამ კაცს კი არაფერს ვერჩი, მაგრამ ახალი სახეები რომ არ მიდიან ხომ ფაქტია“, აცხადებს ხუხაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.