პარტია'”ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” რამდენიმე რაიონულ ორგანიზაციაში ახალი თავმჯდომარე ეყოლება. ამის შესახებ გუშინ, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილია, რომ რეგიონულ ორგანიზაციებში აღმასრულებელი მდივნები დაინიშნებიან, რომლებიც ყოველდღიური სამუშაოს ძირითადი წარმმართველები იქნებიან
"სექტემბერში დაგეგმილი რეგიონული კონფერენციების ძირითადი დანიშნულება იქნება ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობის გააქტიურებისთვის სერიოზული იმპულსების მიცემა. მთელ რიგ ორგანიზაციებში დაინიშნება აღმასრულებელი მდივნები, რამდენიმე შემთხვევაში კი პარტიას ექნება რეკომენდაცია ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოცვლის თაობაზე. ვფიქრობ, სექტემბერში, ოქტომბრის პირველ ნახევარში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავატარებთ ყველგან კონფერენციებს, რაც ძალიან დიდი სტიმული იქნება პარტიისთვისაც და ზოგადად როგორც პარტიული, ისე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის”, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.