[ვიდეო] კახა კალაძე: „მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მინდა მივაწოდო ინფორმაცია ტაქსის მძღოლებს“
15-05-2019, 11:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მინდა მივაწოდო ინფორმაცია ტაქსის მძღოლებს... ჩვენი გადაწყვეტილებით, პირები, რომლებმაც გასული წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიარეს ტაქსის რეგისტრაცია, შეცვალეს სატრანსპორტო საშუალებები და ახალი ნებართვის აღების მიუხედავად შეძლებენ მიმართონ კომპანიას და მიიღონ ღებვის, ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერები 1 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით. ასევე მნიშვნელოვანი შეღავათი დავუშვით 11 ოქტომბრიდან 1 იანვრის ჩათვლით გაცემული ნებართვების მფლობელებზე. მათ ვაუჩერული პროგრამა საერთოდ არ ეხებოდათ, თუმცა, თუ ეს პირები ფლობენ არაუმეტეს 15 წლის ასაკის სატრანსპორტო საშუალებებს, ისინი ასევე შეძლებენ ვაუჩერების მიღებას. ანუ მათ თუ ჰყავთ 15 წელზე ახალი ავტომობილები, ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ ამ კომპანიას და რა თქმა უნდა, ექნებათ შესაძლებლობა შეღებვის, ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერი მიიღონ , - განაცხადა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთავრობის სხდომაზე. 

 


„ის ადამიანები, ვინც რჩებოდა უკმაყოფილო, შეიძლება ითქვას, რომ ამ ცვლილებებით და ამ რეგულაციების გამარტივებით ფაქტიურად 90 პროცენტს ეხება და ჩვენ ვაძლევთ ამის შესაძლებლობას იმიტომ, რომ ბევრია მსურველი, ბევრს ჰყავს ახალი ავტომობილი და ფიზიკურად ვერ ახერხებდნენ იმის გამო, რომ ვთქვათ, თუ ჰყავდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილი და შეცვალეს და ჰყავთ მარცხენასჭიანი ავტომობილი, ფიზიკურად ვერ ახერხებდა იმიტომ, რომ რეგულაცია არ უშვებდა. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და აქვთ ამის შესაძლებლობა.

 

 

დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ საზოგადოებას კიდევ ერთი გადაწყვეტილება გააცნო.

 

 

„გარდა ამისა, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, თქვენ იცით, რომ ექსკლუზიურად A კატეგორიის ტაქსებისთვის გამოვყავით უფასო საპარკინგე ადგილები. გუშინ ტაქსის მფლობელების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრისას მათ წარმოადგინეს დამატებით 14 მისამართი, 34 საპარკინგე ადგილზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ A კატეგორიის ლიცენზიის მქონდე ტაქსებისთვის აღნიშნულ მისამართებზე პარკინგი დაემატოს. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე, დედაქალაქის მასშტაბით, უკვე 437 საპარკინგე ადგილია გამოყოფილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან აქტიურად თანამშრომლობს.

 

 

„ამ რეგულაციებით ეს რეფორმა არ სრულდება. მომდევნო თვეების განმავლობაში შემოვა სიახლეები და რა თქმა უნდა, სრულ ინმფორმაციას მივაწვდით, როგორც ტაქსის მძღოლებს, ასევე, მოსახლეობას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ზოგადად, ტრანსპორტი და განსაკუთრებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   Vazha Kakabadze
      
ბატონო კახი, გამოიჩინეთ პრინციპულობა! არ არის საჭირო შეღავათები, არც ამდენი ავტომობილი არ ჭირდება ქალაქს, დაიხრჩო თბილისი მანქანების გამონაბოლქვში, ბავშვების სისხლში გაიზარდა ტყვიის შემცველობა. აი, ამაზე უნდა იფიქროთ და არა საარჩევნო ხმების რაოდენობაზე. პატივისცემით, ვაჟა კაკაბაძე
15 მაი 2019 04:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი