თბილისის მერია მომდევნო სამი წლის განმავლობაში მეტროს 40 ახალ ვაგონს შეისყიდის
15-05-2019, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 40 სრულიად ახალ, თანამედროვე, ევროპული ტიპის ვაგონებს შეისყიდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


როგორც მან აღნიშნა, მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დედაქალაქის მოქმედი მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგანაც მხოლოდ 2018-2019 წლებში, ამ მიმართულებით გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტია.

 


„სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრის დროს არ შემიძლია, არ შევეხო მეტროში არსებულ მდგომარეობას. მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის მიზნით, 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ. განახლდება ძალოვანი კაბელი, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემები. პროექტის ფარგლებში, ჩვენ რვა ახალი შემადგენლობა გვყავს დამატებული და სექტემბრისთვის კიდევ ოთხი შემადგენლობა დაემატება, თუმცა „მეტროპოლიტენში“ დღეს 1975 წელს წარმოებული, დაახლოებით, 52 ვაგონი მოძრაობს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე წელიწადში გაუვა და მოდერნიზებას აღარ დაექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროულად უნდა ვიზრუნოთ ახალი ვაგონების შესყიდვაზე. ვაფორმებთ ხელშეკრულებას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანიასთან, რომელმაც თავისი კრიტერიუმებით, ტექნიკური წინადადებები უნდა მოგვიმზადოს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ახალი ვაგონების შესყიდვა. მხედველობაში მაქვს ევროპული, მაღალი სტანდარტის მქონე მეტროს ვაგონების შესყიდვა. ამ თემაზე პირადად მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან და თბილისის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლებისგან სრული მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, 2020-2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი ჯამში, 40 ახალ ვაგონს შეისყიდის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


ამასთან, მთავრობის სხდომაზე, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მეტროსადგურების სრული რეაბილიტაციის გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სადგურების რეაბილიტაციის დაწყებამდე, სტანდარტით გათვალისწინებული ყველა საჭირო კვლევა ჩატარდება.

„მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა მიმდინარეობს. ამის შემდეგ დეტალური პროექტირება მოხდება. ვიცით, რომ ეს დროში ცოტა გახანგრძლივდა, თუმცა იმისთვის, რომ არ მივიღოთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მსგავსი შემთხვევა, საფუძვლიანი კვლევების ჩატარებაა საჭირო. შესაბამისად, ჩვენ მიერ ხდება თანმიმდევრულად და სწორად მოქმედება - სადგურების კონსტრუქციული ელემენტების მდგრადობის შესწავლა. ამის შემდეგ მოხდება პროექტირება და სამუშაოები შესრულდება. თითოეულ ეტაპზე, საექსპერტო სამუშაოები ჩატარდება. ეს კი გარკვეულ დროსთან და დისკომფორტთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტის რეაბილიტაციის დროს, შეცდომების დაშვება არ შეიძლება. მივყვებით, როგორც წესი და თანმიმდევრობა იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი