გიორგი ქობულია: სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენენ არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს
15-05-2019, 15:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენენ არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს, აღნიშნული განცხადება ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გააკეთა.

 

 

ქობულია, რომელიც დღეს პარლამენტში მივიდა, სახელმწიფო კომპანიებში არსებული კორუფციის პრობლემასა და ეკონომიკის გამოწვევებზე საუბრობს.

 

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვიჭირს, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილებების დაბალი ხარისხი და დაუკმაყოფილებელი სისწრაფე. როგორც ცენტრალურ, ისე თვითმმართველ სტრუქტურებში ძალიან სუსტია ანალიტიკური შესაძლებლობები. უმეტესი გადაწყვეტილებები მოკლებულია ანალიტიკურ საფუძველს და მიიღება ემოციურ და ბოლომდე გაუაზრებელ საფუძველზე.

 

 

ცენტრალურ და განსაკუთრებით რეგიონულ მთავრობებში გადაწყვეტილებების გაუთავებელი გაჭიანურება და დაბლოკვა. ეს ეხება როგორც მიწების გადაცემას, ნებართვების გადაცემას, იყო რეგლამენტი, რომ 20 დღეში უნდა გაცემულიყო განსაზღვრული დოკუმენტი ინვესტორისთვის. ეს რეგლამენტი ნიშნავს, რომ 20 დღეში თუ არ გაიცა ეს დოკუმენტი, ოფიციალურად გაცემულად ითვლება. რატომღაც ეს რეგლამენტი გააუქმეს. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ის დოკუმენტები, რომელიც უნდა იყოს გაცემული 20 დღეში, გაიცემა 8 თვეში, 10 თვეში, 12 თვეში. ეს საკითხი არის მოსაგვარებელი და ასეთი რეგლამენტირება ძალიან დაგვეხმარება, რომ დისციპლინა დავამყაროთ ცენტრალურ და რეგიონულ მთავრობაში", განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

 

ყოფილ მინისტრთან შეხვედრას ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ბიძინა გეგიძე, შოთა შალელაშვილი და ზაზა ხუციშვილი ესწრებიან.

 

 

შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში ორ საათზე მეტია მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი