ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე ტიციან ტაბიძის ქუჩისა და სოფლების ივანდიდისა და კუხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზების მოასფალტების სამუშაოებს გაეცნენ.
ტიციან ტაბიძის ქუჩაზე 824 გრძივი მეტრი გზის კეთილმოწყობის სამუშაოები თითქმის დასრულებულია. სოფელ ივანდიდში 2100 გრძივი მეტრი გზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია სააქციო საზოგადოება ,,არქეოპოლისი,, ახორციელებს და წარმომადგენლების განცხადებით, ამ ეტაპზე, შეფერხებები არ აქვთ.
პროცესზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურები.
ინფორმაციას ხონის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.