გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდში #67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს.
აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის კონკურენტს „ქართული ოცნებიდან" გეგა შენგელიას მიმართა.
„მინდა მივმართო, ბატონ გეგა შენგელიას, ჩემი თანატოლია, მე მის ადგილზე მართლაც მეუხერხულებოდა. ამ ქალაქში თუ სადმე მყავს ნათესავი, თუ ვინმე მყავს დამტირებელი გვარში დედის მხრიდან ან მამის მხრიდან, ყველა ამ ქალაქში ცხოვრობენ. ჩემთვის ეს აქალაქი არის ძვირფასი, ეს ქალაქი არ იმსახურებს შეურაცხყოფას.
გეგა შენგელია თუ ცდილობს წარმოჩინდეს, როგორც წესიერი ადამიანი, ის ამიერიდან აღარ არის წესიერი ადამიანი, რადგან წესიერი ადამიანი გამოვიდოდა გუშინ და დაგმობდა 72 წლის კაცისთვის პანღურის ამორტყმას, ან ნიკა ვაჩეიშვილზე ძალადობას და დაგმობდა ბატონი დანელიას მიერ გაჟღერებულ ძალადობის მცდელობას.
გეგა შენგელიას აქვს შანსი ან დარჩეს ზუგდიდელად, ან აქვს შანსი სამარდჟამოდ აირტყას მოძალადის იარლიყი. მნიშვნელობა არ აქვს პირადად ძალადობს, თუ მის გვერდით მყოფი მეგობრები ძალადობენ", განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.