ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მერმა შეხვედრაზე წარმომადგენლებისგან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული პროექტების მიმდინარეობის და შესრულების ხარისხის შესახებ ანგარიში მოისმინა.
თათბირმა ტრადიციულად კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული გეგმები დაისახა.
მერის განცხადებით, თითოეული დეპუტატი და წარმომადგენელი, პირველ რიგში, მოქალაქეების ინტერესის დაცვაზე არის პასუხისმგებელი, შესაბამისად თითოეულ მათგანს ნებისმიერი პრობლემური საკითხის გადაჭრის პროცესში მაქსიმალური ჩართულობა მოეთხოვება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა შპს "მექანიზატორის" მენეჯერი სოსო მელაშილი, რომელმაც ხვნა-თესვის სეზონის დაწყებასთნ დაკავშირებით, წარმომადგენლებს სახნავი მექანიზმის მომსახურების პირობები გააცნო.
უახლოეს მომავალში, იგეგმება მერის მორიგი სამუშაო შეხვედრები მუნიციპალიტეტის თითოეულ თემში, ადგილობრივ მოსახლეობასთან, სადაც მათ საშუალება მიეცემათ სოფლიდან გაუსვლელად ესაუბრონ მერს მათთვის საინტერესო და პრიორიტეტულ საკითხებზე.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.