ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომ ჩვენი მასწავლებლების საშუალო ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო სტატისტიკურ ხელფასზეც კი მცირეა და ეს სრულიად მიუღებელია, განუცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში, პედაგოგების ხელფასებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.
მთავრობის მეთაურის თქმით, პედაგოგების ხელფასების ზრდა არის იმ ეროვნული იდეის ნაწილი, რომელიც არის ერთადერთი სწორი გზა, რათა საქართველო გახდეს წარმატებული სახელმწიფოდ და დაძლიოს მის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა.
"მე დავპირდი ჩვენს პედაგოგებს, რომ წელსვე დავიწყებდით ხელფასების ზრდას და შემოდგომიდან მასწავლებლების დიდ ნაწილს უკვე ხელფასი გაეზრდება. ამასთანავე, მე ძალიან აქტიური კომუნიკაცია მქონდა ჩვენს პედაგოგებთან. მათი სურვილი იყო და სამართლიანობის განცდიდან გამომდინარეც ეს აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა. კერძოდ, სახელმწიფო მზად არის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებიც წლების განმავლობაში ზრდიან ჩვენს თაობებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სისტემიდან წასვლას მოისურვებენ, 2 წლის კომპენსაცია გადაუხადოს იმ ძალიან დიდი ღვაწლისთვის, რაც თითოეული მათგანს აქვს ჩვენი განათლების სისტემის წინაშე. ჩვენი ეროვნული იდეის - განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პედაგოგი საქართველოში იყოს ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროფესია, სადაც ღირსეული ანაზღაურება არსებობს", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია, 2022 წლისთვის, საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500-1800 ლარის დიაპაზონში იყოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.