ზუგდიდის საკრებულოს შენობაში დაძაბული ვითარებაა
15-05-2019, 18:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდის საკრებულოს შენობაში ამ წუთებში დაძაბულობაა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევდა.

 

 

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მოთხოვენ საგანგებო სხდომის ჩანიშვნას, რომელზეც საკრებულოს წევრის, მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის, გია დანელიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე იმსჯელებენ.

 

 

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დეპუტატებს - ნიკა მელიასა და თინა ბოკუჩავას საკრებულოს შენობაში შესვლის საშუალება მისცეს, თუმცა, შენობაში არ შეუშვეს მედიის წარმომადგენლები.

 

 

დეპუტატების შენობაში შესვლის შემდეგ, ხმაური და გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირება ისევ გრძელდება.

 

 

„რუსთავი 2"-მა გუშინ გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ტელეკომპანიის მტკიცებით, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, „ქართული ოცნების" წევრი გია დანელია წინასაარჩევნოდ მმართველი პოლიტიკური გუნდის გეგმებზე საუბრობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი