​სალომე ზურაბიშვილი: რუსეთმა შეიძლება ვეტო დაადოს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს, მაგრამ რუსეთი ვეტოს ვერ დაადებს საქართველოს და მის მისწრაფებებს
15-05-2019, 18:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერს ინარა მურნიეცეს ოფიციალურ ლანჩზე შეხვდა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ევროპული და ევროატლანტიკური პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადია და მას რუსეთი პროვოკაციებით და ბორდერიზაციით ვერ შეაჩერებს.

 

 

„ინარა მურნიეცეს განცხადებით, ლატვიას უკეთ ესმის რა სახეს ატარებს რუსეთთან კონფლიქტი და იგი ეხმარება საქართველოს, რათა დასავლეთ ევროპის წარმომადგენლებმა რეალურად გააცნობიერონ რას ნიშნავს საქართველოსათვის ოკუპაცია.

 

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა გავაძლიეროთ მთლიანად ევროპის კონსოლიდაცია, საქართველო წინ მიდის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების წინაშე, რომელთა უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას და ეს ჩანაწერი უკვე საქართველოს კონსტიტუციაშიც არსებობს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მცირედით არ დაკმაყოფილდება და მას ევროკავშირის მხრიდან რეალური და ქმედითი გადაწყვეტილებები სჭირდება და თუ ევროკავშირი ყველასათვის ზოგად, ერთიან ფინანსურ ინსტრუმენტს გამოიყენებს, ეს უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს სჭირდება მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომა, რათა განხორციელდეს ევროკავშირში სექტორული გაწევრიანება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაძლოა, რუსეთმა ვეტო დაადოს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგრამ იგი საქართველოსა და ქართველ ხალხს ვეტოს ვერ დაადებს. საქართველოს მისწრაფებები შეუქცევადია.

 

 

ინარა მურნიეცეს განცხადებით, ლატვია საქართველოს საუკეთესო მეგობრად და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნად აღიარებს, ამიტომ მიაჩნია, რომ ევროკავშირის მხრიდან საქარველოს მიმართ განსაკუთრებული მიდგომები უნდა არსებობდეს და ევროპის პოლიტიკა მასზე სხვაგვარად უნდა აისახოს. საუბარი შეეხო ლატვია - საქართველოს საპარლამენტო ურთიერთობებს, საჯარო მოხელეების სასწავლო პროგრამებს, ქართულ დიასპორას და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით არსებული თანამშრომლობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და აღინიშნა, რომ აუცილებელია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რათა შეძლონ სანდო და სარწმუნო ინფორმაციის დეზინფორმაციისაგან გარჩევა", ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი