საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის პრემიერს შეხვდა
15-05-2019, 19:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლატვიაში საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ მინისტრ არტურს კრიშიანის კარინშის შეხვდა. როგორც ლატვიის პრემიერმა შეხვედრისას აღნიშნა, ლატვიასა და საქართველოს შორის პრობლემური საკითხები არ არსებობს, ორივე ქვეყანას ბევრი რთული პერიოდი აერთიანებს, მათ შორის საბჭოთა ოკუპაცია.

 


სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის პრემიერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ სამაჩაბლო, საქართველოს ერთ-ერთი ოკუპირებული რეგიონი, რუსეთმა საკუთარ სამხედრო ბაზად გადააქცია, სისტემატიურად ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გადაადგილების თავისუფლებისა, თუ განათლების მიღების და აფხაზური ენის სწავლების თვალსაზრისით.

 


არტურს კრიშიან კარინშიმ თავად გამოთქვა მოსაზრება, საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა შეახსენონ რუსეთს საქართველოს პრობლემის გადაჭრის მნიშვნელობის შესახებ.

 

 

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა დაუდასტურა აღნიშნული პოზიცია და განაცხადა, რომ საჭიროა, ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებში შეხვედრებზე, მუდმივად მოხდეს რუსეთზე ზეწოლა, რათა შევახსენოთ მას ნაკისრი ვალდებულებები.

 


ასევე, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკით საქართველო უფრო ძლიერდება თავის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში.

 

 

შეხვედრისას საუბარი შეეხო სტუდენტების გაცვლითი სასწავლო პროგრამების მნიშვნელობას, უმუშევრობის დაძლევის მიმართულებით ცირკულარული მიგრაციის როლს და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით ლატვიაში ქართველი საჯარო მოხელეების სასწავლო კურსს.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი