ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად, 2018 წლის 1-ლი ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობა მოინახულა.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში სოფლების - გომი-ჯინჭვისის მიმართულებით და სოფელ უწერაში (ჟამიერეთის უბანი) მდინარე რიონზე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს ასრულებენ შპს „რაჭა 2005" და შპს „ევროტექნიქსი".
შპს „ევროტექნიქსს" მიეცა კონკრეტული შენიშვნები სამუშაოების არადამაკმაყოფილებლად შესრულების გამო, რაზეც უმოკლეს ვადაში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.
ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.