მიხეილ სააკაშვილი ოდესაში ტრიატლეტივით დარბის. მას ხან ნავსადგურში ვხედავდი, სადაც მოსახლეობას კორუფციასთან ბრძოლაზე ესაუბრებოდა, ხან ველოსიპედზე მჯდარს, შემდეგ კი, უკვე გუბერნატორის კაბინეტში, შეჭმუჭნულ და ცოტა დალაქავებულ სპორტულ მაისურში გამოწყობილი მხვდება.
47 წლის საქართველოს ექს-პრეზიდენტი პოლიტიკურ სცენაზე თავისი უცნაური დაბრუნებით ტკბებოდა, - წერს ანშელ პრეფერი გაზეთ „ჰაარეც“-ში. ავტორი ვრცლად გადმოგვცემს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ დეტალებს როგორც ოდესის ოლქის გუბერნატორის რანგში, ასევე იმ პერიოდშიც, როცა იგი საქართველოს პრეზიდენტიც იყო. ანშელ ფრეფერი აქცენტს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე რუსეთისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შესახებაც.
„უკრაინაში საოცარი ამბები ხდება“, - იცინის ერთ-ერთი ოდესელი, რომელსაც ვერ აუხსნია, თუ რა უნდა ან რატომ დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად, ან რისთვის დარბის ამდენს ქუჩაში.
„ოდესამდე მე მიხეილ სააკაშვილს სულ ბოლოს თბილისში შევხვდი, შვიდი წლის წინ, როცა მან რუსეთთან ომის შემდეგ ისრაელიდან ჩამოსული ჟურნალისტები თავისთან მიიწვია იმის საჩვენებლად, რომ მიუხედავად რუსეთის შეჭრისა და ისრაელის სამხედრო დახმარების შეჩერებისა („რუსეთის ზეწოლის გამო“), მისი მთავრობა კვლავ ძალაუფლებას ინარჩუნებდა. არადა, მისი დამხობა, ერთი შეხედვით მართლაც გარდაუვალი იყო - მოსკოვმა მწვავე პასუხი გასცა მიხეილ სააკაშვილის და ქართული არმიის მცდელობას სამხრეთ ოსეთის ტერიტორია სეპარატისტებისაგან გაეთავისუფლებინა. რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს სიღრმეში გადაადგილდებოდნენ, რუსული ტანკები კი თბილისიდან 50 კილომეტრის დაშორებით იდგნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, იმის შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი წაართვა, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება კიდევ ხუთი წლის განმავლობაში შეინარჩუნა! თუმცა, რაც დრო გადიოდა, 36 წლის პრეზიდენტის დიდება თანდათან მკრთალდებოდა - მისი მმართველობის სტილი სულ უფრო ავტორიტარული ხდებოდა, რამაც საბოლოო ჯამში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხება გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა“, - აღნიშავს ავტორი.
newspress.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.