ქალაქ ბათუმში საერთაშორისო ტურიზმის მე-12 და სასტუმრო აღჭურვილობის მე-2 სამედიცინო ტურიზმის გამოფენა „ექსპო-ბათუმი 2019“ გაიმართა. გამოფენაზე მესტიის მუნიციპალიტეტი მეხუთედ იქნა წარმოდგენილი.
წელს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას გამოფენაზე წარმოდგენილი ჰქონდა საინფორმაციო ბუკლეტები, მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული სასტუმროებისა და საოჯახო სახლების, ტურისტული გამყოლების, მანქანების თუ ცხენების გაქირავების, ტურისტული მარშუტებისა, ღირსშესანიშნაობებისა და ზამთრის კურორტების შესახებ.
წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებისთვის სვანური ტრადიციული სამზარეულოს წარდგენას.
ა.(ა).ი.პ. მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მომღერლები უძველეს სვანურ სიმღერებს სვანური ტრადიციული ფოლკლორული საკრავების ჩანგისა და ჭუნირის თანხლებით ასრულებდნენ.
"EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019" გამოფენის ორგანიზატორი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია “GEONET EXPO"-ა. გამოფენა ფართო მასშტაბის მატარებელია, ის წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება. გამოფენაში, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ქვეყნის კომპანიები მონაწილეობენ. გამოფენებში მონაწილეობას იღებს კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, უკრაინა, თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, გერმანია, ბელორუსია, ჰოლანდია, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.