გლდანის რაიონში, ფოცხიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება
16-05-2019, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ავჭალაში, ფოცხიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება, რომლის ფარგლებშიც, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 5 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

 

 

ბოლო ეტაპის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

 

 

პროექტის შედეგად, 530 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი მოეწყო. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კი აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე განათების ბოძები შეცვალა და LED განათების სისტემა დაამონტაჟა.

 

 

„ავჭალაში, ფოცხიშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვასრულებთ. პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, დამონტაჟდა LED სანათები. გზის რეაბილიტაცია 5 000 კვ. მეტრ ფართობზე განხორციელდა და გლდანის რაიონს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატა“, განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

 

 

სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები და ჭადრის 40 ნერგი დაირგო.

 

 

„მორის ფოცხიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. 5 000 კვ. მეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განხორციელდა, მოეწყო ახალი ტროტუარი და ბორდიური. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ახალი, თანამედროვე, ენერგოეფექტური განათების ქსელი დამონტაჟდა. ასევე, მიწისქვეშ განთავსდა კომუნიკაციები და შეიცვალა სანიაღვრე სისტემა. მომავალში ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, როგორც საქალაქო სამსახურის, ასევე, გამგეობების მიერ“, განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.

 

 

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 505 000 ლარი გამოიყო.

 

 

ფოცხიშვილის ქუჩაზე ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე იმყოფებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი