კურორტ ბეშუმიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი "პიკაპის" ტიპის ავტომობილი ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილიდან, შემაღლებული ადგილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ორი მოზარდი დაიღუპა.
ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თავის ტვინისა და მუცლის არის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
ავარიის შედეგად გარდაცვლილი 10 და 12 წლის მოზარდებიდან ერთ-ერთი, ამ მამაკაცის შვილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართა დაკავშირებით საქმე აღიძრა 276-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით, რაც გულისხმობს ”ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.