მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი). გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.