საქართველოს თავდაცვის ძალებს 57 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია IV მექანიზებულ ბრიგადაში გმირთა მემორიალთან გაიმართა. მათ თავდაცვის ძალებში გაწევრიანება აღმოსავლეთ ჯარების შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა რობერტ არღვლიანმა მიულოცა და ღირსეული სამსახური უსურვა. ფიცის დადების ცერემონიალს სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. ცერემონიალის დასასრულს წვევამდელებს სერტიფიკატები გადაეცათ.
თავდაცვის უწყების ცნობით, დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ერთი წლის განმავლობაში IV მექანიზებულ ბრიგადაში გააგრძელებენ მსახურს და მონაწილეობას მიიღებენ ყველა იმ სწავლებაში, რაც ქვედანაყოფებში ჩატარდება.
ფიცის დადებამდე წვევამდელებმა საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი გაიარეს. სამხედროების მომზადება იმ კურს შეესაბამებოდა, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.