საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ძალოვან უწყებებში რეფორმების შესახებ ისაუბრა.
დეპუტატის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების ერთმანეთისგან გამიჯვნა გამჭვირვალობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, რომელსაც, კორძაიას თქმით, „ოდეერების“ გათავისუფლება უნდა მოჰყვეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების ერთმანეთისგან გამიჯვნით ძალოვანი სისტემების რეფორმა დაიწყო. მთავარია, რომ საკანონმდებლო საფუძველი არსებობს იმისა, რეალურად დამოუკიდებელი და დეპოლიტიზებული უსაფრთხოების სამსახური არსებობდეს. ბევრი რამ უკვე ამ სამსახურის უფროსზე, ვახტანგ გომელაურზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, გამჭვირვალობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ უსაფრთხოების სამსახურმა „ოდეერების“ განთავისუფლების შესახებ განაცხადოს. ეს რეფორმის მხოლოდ ერთი ნაწილია. საქართველოს პარლამენტი პროკურატურის შესახებ კანონს იხილავს, სადაც პროკურორიც პოლიტიკურად ნეიტრალური და ანგარიშვალდებული უნდა გახდეს.
წარდგენილი ინიციატივა მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში მაქსიმალურ მონაწილეობას გულისხმობს, თუმცა აღნიშნული კანონპროექტი გასაძლიერებულია იმ თვალსაზრისით, რომ ამ პროცესში აღმასრულებელი მთავრობის მონაწილეობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ასევე ძალიან მკაფიო დებულებები უნდა ჩაიწეროს მთავარი პროკურორის ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით. ამ რეფორმებმა ძალოვანი სტრუქტურების მიერ ქვეყნის მართვის დასასრულს უნდა დაუდოს საფუძველი, იმას, რასაც წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდა ადგილი“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.