თბილისის ხელოვნების ბაზრობა - TAF გაიხსნა
16-05-2019, 16:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" თბილისის ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.

 


სოფიო ხუნწარიამ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თბილისის ხელოვნების ბაზრობას დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარი კულტურული მოვლენა უწოდა.

 


„უკვე მეორე წელია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ტარდება თბილისის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა. ეს ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიებაა. წელს ხელოვნების ბაზრობაზე წარმოდგენილია 16 ქვეყნის გალერეა, ასევე, თანამედროვე მხატვრებს და არტისტებს ინდივიდუალურად აქვთ წარმოდგენილი თავიანთი ნამუშევრები. ჩამოსულია, დაახლოებით, 1000-მდე სტუმარი, კურატორები და გალერეები. ეს მნიშვნელოვანი პროცესია იმისთვის, რომ ქართველ მხატვრებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობა მიეცეთ“, განაცხადა სოფია ხუნწარიამ.

 


"ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება თბილისის ხელოვნების ბაზრობა და ის 19 მაისამდე გასტანს.

 


ბაზრობაში წელს 16 ქვეყნის 30-მდე გალერეა და 35-მდე ხელოვანი მონაწილეობს. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ბულგარეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, აშშ, კუბა, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა.

 


TAF არის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა, რომელიც მეტწილად ფოკუსირებულია შავ, კასპიისა და ბალტიის ზღვების ქვეყნებზე, მათ მდიდარ სახელოვნებო სცენებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარდგენილან.

 


ბაზრობის გახსნის ცერემონიის პარალელურად, დღეს, სხვა ღონისძიებებიც გაიმართება.

 


თბილისის ხელოვნების ბაზრობის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, Check in Georgia, „თიბისი სტატუსი“ და სხვ.

 


ღონისძიებაზე მერის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი