საპარლამენტო ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, ინტერპელაციის წესით, საკანონმდებლო ორგანოში იბარებს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარა ქალბატონი ჟვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რათა მან გასცეს ერთ მთავარ კითხვას პასუხი: რატომ არ რეაგირებს ცესკო წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ თუ მიმდინარე დარღვევებზე. რატომ გადაიქცა საარჩევნო კომისია „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ წევრად და რატომ დაკარგა ნეიტრალურობა და ობიექტურობა. მოუწევს პასუხის გაცემა იმ ძალადობასთან და იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც უკვე ახლა ხდება ზუგდიდში", აცხადებს რომან გოცირიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.