„სტუდენტური ფესტივალი 2019“ დასრულდა
16-05-2019, 18:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სტუდენტური ფესტივალი 2019“ საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო და გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლები დააჯილდოვა.

 

 

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა შეიკრიბა. დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია, ისტორია, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ, აუცილებლად გაგრძელდება. დედაქალაქის მთავრობის მხრიდან თქვენ ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა, თანადგომა, არა მხოლოდ ამ პროექტზე, არამედ ქალაქისთვის მნიშვნელოვან სხვა პროექტებზეც, რომელშიც თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ასევე, პრემიერ მინისტრისგან გადმოგცეთ დიდი სიყვარული და თანადგომა.

 

 

სამწუხაროდ, დღეს იგი ჩვენთან ერთად არ იმყოფება, რადგან ევროპაში ოფიციალური ვიზიტითაა. კიდევ ერთხელ, მადლობა თქვენ და გისურვებთ წარმატებებს“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერმა „სტუდენტური ფესტივალი 2019-ის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულის თასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გახდა, ხოლო მესამე ადგილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიკავა.

 

 

ღონისძიებაზე საფესტივალო აქტივობებში ჩართული უნივერსიტეტები სხვადასხვა ნომინაციების (საუკეთესო ქორეოგრაფიული ანსამბლი; საუკეთესო ფოლკლორული ანსამბლი; საუკეთესო თანამედროვე ცეკვა; საუკეთესო მუსიკალური ბენდი, ქუჩის კალათბურთი, ფრენბურთი, მინიფეხბურთი) პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები გახდნენ. გარდა ამისა, გამოვლინდა ჟიურის სიმპათია - მუსიკალური ბენდი, სტუმარი უნივერსიტეტი და საუკეთესო გულშემატკივართა გუნდი. ასევე, დასახელდა ფესტივალის გამარჯვებული უნივერსიტეტი, რომელიც სხვადასხვა ნომინაციაში მოპოვებული გამარჯვებების ჯამური რაოდენობით გამოვლინდა. სხვადასხვა ჯილდო ჯამში, 28 უნივერსიტეტმა მოიპოვა.

 

 

სტუდენტური ფესტივალი ათი დღის განმავლობაში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში მიმდინარეობდა. ფესტივალი საკონკურსო და არასაკონკურსო აქტივობებს მოიცავდა.

 

 

საკონკურსო ნაწილი უნივერსიტეტების სტუდენტურ გუნდებს შორის სპორტის სამ სახეობაში (ფეხბურთი; კალათბურთი; ფრენბურთი) შეჯიბრებს და სტუდენტთა ოთხი მიმართულებით (ქართული ცეკვა, თანამედროვე ცეკვა, ხალხური სიმღერა, საესტრადო სიმღერა) შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს ითვალისწინებდა. არასაკონკურსო მიმართულება ეთნოკულინარიულ გამოფენას, სპორტულ ღონისძიებებს, მეწარმე სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენას და სხვა აქტივობებს მოიცავდა. ფესტივალის ფარგლებში, ჯამში, 20-მდე მასობრივი ღონისძიება გაიმართა.

 

 

სტუდენტურ ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში მოქმედი 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50 000-მდე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო. ღონისძიება თბილისის მერიის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარეობდა.

 


ფესტივალის დახურვის ოფიციალურ ცერემონიას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ასევე, დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი