„ზუგდიდიდან დაიწყება საქართველოს გამარჯვება - ძალა ერთობაშია", აღნიშნული განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განმუხურში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გააკეთა.
„დღეს ზუგდიდში მეფობს ტერორი, კორუფცია და კრიმინალი. მერი ლაშა გოგია, წინა მერი, ციხეშია და გვყავს, როგორც მაგალითი მინდა მოვიყვანო სამი ფეოდალი - ერთი არის გია დანელია - საკრებულოს წევრი, რომელიც ტელეფონით იმაზე კი არ საუბრობს, როგორც ჩვენ მასალაში ვნახეთ, როგორ დაეხმაროს ზუგდიდელს გაჭირვებიდან გამოსვლაში, არამედ იმაზე საუბრობს, რა მეთოდებით უნდა დააშინოს ზუგდიდელები არჩევნების დროს. ის ამბობს, რომ „შენ შენებურად დაამუშავე, მე ჩემებურად დავამუშავებ, 50 პლუს ერთი ხმა, კაროჩე, დავდებთო" - ასე ლაპარაკობს ერთი ფეოდალი. ამაში ჩართავს ზონდერებს, პროვოკატორებს, ტროლებს და ბოტებს.
მეორე ფეოდალი - ძიმშეიშვილი, რიყიდან. ესეც საკრებულოს წევრი, სირცხვილი, რომელმაც მიითვისა ათობით ჰექტარი რიყეში და არ აძლევს მოსახლეობას, ვისაც ძროხები ჰყავს, რომ საძოვრად გამოიყენოს იქიდან თუნდაც ნაწილი.
მესამე ჩვენთვის ცნობილი ედიშერ თოლორაია, რომელმაც წამართვა მაჟორიტარული მანდატი 2016 წელს. რისთვის სჭირდებოდათ თუ იცით? იმიტომ, რომ ხმა არ ამოეღო ზუგდიდელების დასაცავად პარლამენტში. რისთვის სჭირდებოდა თურმე ეს მანდატი, რომ მისი 50 ნათესავი მუნიციპალიტეტის საშტატო ბალანსზეა, ანუ არის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე და 300 ათას ლარამდე იხარჯება წელიწადში მისი ოჯახის კეთილდღეობისთვის, სირცხვილია....
მე როცა მერი ვიქნები და ნამდვილად გავხდები, იმ ფეოდალების ბედით ნაკლებად დავინტერესდებით....
შეხედეთ ამ ადგილს - უპატრონო, გაჩერებული, გაპარტახებული ბულვარი. თქვენ გახსოვთ ეს ხეები, ბათუმში და აქ, ჩვენ მოვიტანეთ, როცა ივანიშვილს მიაქვს ხეები. არამარტო ხეები მიაქვს ამ კაცს და ამ მთავრობას, ერთ დღეს შეიძლება გავიღვიძოთ ქვეყანაში, რომელიც გააჩუქა რუსეთზე, რომელიც მიითვისა რუსეთმა და ზუსტად ამისთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ", განაცხადა სანდრა რულოვსმა სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.