ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს, დასაქმებულებსა და მოსახლეობას გაესაუბრა.
,,ძალიან დიდი ტურისტული და სოციალ-ეკონომიკური დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით ხორციელდება. მუდმივად ვაკვირდები პროცესს, ვესაუბრები როგორც დასაქმებულებს, ისე მოსახლეობას. იქნება უმოკლესი ტურისტული გზა, რომელიც კურორტ წყალტუბოსა და გორდი-კინჩხას ღირსშესანიშნაობებს დააკავშირებს. ასევე, მშენებლობის შედეგად მოხდება ქვემო სვანეთისა და ლეჩხუმის რეგიონების მოკლე გზით დაკავშირება ხონისა და სამეგრელოს რეგიონებთან", განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
პროექტი საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის დაგებასა და მდინარე ცხენისწყალსა და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მოწყობას ითვალისწინებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. მშენებლობის პროცესში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. პროექტის ბიუჯეტი 16 მილიონ ლარს შეადგენს.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.