"რესპუბლიკური პარტია" 2016 წლის არჩევნებისთვის კოალიცია "ქართული ოცნებისგან" დამოუკიდებლად მოქმედებას არ აპირებს, არ არსებობს ვითარება, რამაც ეს შეიძლება გამოიწვიოს – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს "რესპუბლიკელმა" თამარ კორძაიამ განუცხადა.
ამასთან, პოლიტიკურ გაერთიანება "ქართულ ოცნების" მიერ დაგეგმილ პარტიულ აქტივობებთან დაკავშირებით კორძაიამ აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" შეიძლება ჰქონდეს საკუთარი გეგმები 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, თუ როგორ გაძლიერდეს, როგორც პარტია, თუმცა დეპუტატის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიული აქტივობა კოალიციურ აქტივობასთან თავსებადი არ არის.
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მუდმივ რეჟიმში დადის პარტიის რეგიონულ ოფისებში, ხვდება მის აქტივს და ასე შემდეგ. თუკი "ქართული ოცნება" ახლა იწყებს, ამას მივესალმებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პარტიის გადასაწყვეტი საკითხია და მათი აქტივობაა, რასაც კოალიციურ აქტივობასთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.