ჭიათურა არის ულამაზესი ქალაქი, ულამაზესი რაიონი თავისი ულამაზესი ხალხით, ზემო იმერეთისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სითბოთი, განსაკუთრებული სილამაზით და ეს ქალაქი, ეს რაიონი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. იმსახურებს წინსვლას, იმსახურებს განვითარებას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჭიათურას ჰქონდეს ეს წინსვლა და განვითარება, განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება მზრუნველი ადამიანების გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოგიდგინეთ კანდიდატად ბატონი გივი მოდებაძე, რომელიც არის ჭიათურაზე შეყვარებული ადამიანი. ადამიანი, რომელსაც სულით და გულით უყვარს ჭიათურა. იცის ზუსტად რა ულხინს და რა უჭირს ჭიათურას და იცის რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჭიათურა განვითარდეს. ამიტომ, ყველას მინდა მოგიწოდოთ მხარი დაუჭიროთ ბატონ გივი მოდებაძეს. დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჭიათურის განვითარებაში.
აღინიშნა ჩემი კოლეგების მიერ, რომ გვერდზე ქუჩაზე იმართება აქცია. აქვთ მოთხოვნები მაღაროელებს. მათ სურთ, რა თქმა უნდა, უკეთესი შრომის პირობები, უკეთესი სოციალური პირობები და რა თქმა უნდა, ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს. მათ შორის, გვექნება საუბარი კომპანიასთან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მშრომელებს მიეცეთ ღირსეული პირობები, სოციალური და შრომის პირობები.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჭიათურა იმსახურებს საუკეთესოს, იმსახურებს წინსვლას, იმსახურებს განვითარებას და ამ ყველაფერს შეძლებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატი, ბატონი გივი მოდებაძე. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მერობის კანდიდატი", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.