ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, გონერი მეფარიშვილმა დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ლაბაჯოურის უბანში, მდინარე სულორზე ახლადაშენებული ხიდი დაათვალიერეს.
მდინარე სულორზე არსებული ძველი ხიდი სტიქიის გამო დაზიანდა და მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველი გახდა, მის ნაცვლად კი, აიგო რკინის ერთმალიანი კონსტრუქცია, მოეწყო ხიდის მალებზე სავალი ნაწილი და მასზე როგორც საავტომობილო, ისე საფეხმავლო მიმოსვლა უსაფრთხო გახდა.
აღნიშნული ხიდის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „გრინვეი“-მ განახორციელა. ლაბაჯოურის ხიდის მშენებლობაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 280 000 ლარი დაიხარჯა.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.