კახა კალაძე: ვლადიმერ პუტინმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა
11-02-2014, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვლადიმერ პუტინმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 


კახა კალაძის შეფასებით, ნებისმიერი განცხადება პირდაპირი ავიარეისების გაგრძელებასა და კულტურული კავშირების აუცილებლობის მიმართულებით მნიშვნელოვანია.

 


ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ კონსტრუქციული მიდგომა და დიალოგი უნდა გახდეს პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესების წინაპირობა.

 


"მიგვაჩნია, რომ ქვეყანა, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ორიენტირებული უნდა იყოს დიალოგზე და არა აგრესიულ რიტორიკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ კონსტრუქციულები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ თვითონ უნდა მოვახერხოთ ურთიერთობების დალაგება. ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს უმტკივნეულოდ. პოლიტიკური ურთიერთობის დარეგულირება იმ დროს, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ არსებობს, ადვილი არ არის, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯები გადაიდგმება, რათა ეს ვითარება დარეგულირდეს", - განაცხადა კალაძემ.

 


თბილისსა და სოჭს შორის პირდაპირი ავიარეისები სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც განხორციელდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭში, ოლიმპიადის მედიაცენტრში ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 


"თქვენ იცით, რომ თბილისიდან სოჭში დაიწყო რეგულარული ფრენები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პრაქტიკა ოლიმპიადის შემდეგაც შენარჩუნდება", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

 

 

ავიაკომპანია "აირზენამ" სოჭის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება 4 თებერვლიდან დაიწყო. სოჭის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება. მოსკოვის მიმართულებით კი ფრენებს "აირზენა" ყოველდღიურად ახორციელებს.

 

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/269544-kakha-kaladze-vladimer-putinma-dzalian-saintereso-ganckhadeba-gaaketha.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი