საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული მისიის" დამფუძნებელი გიორგი კორკოტაშვილი გეგმავს.
კორკოტაშვილის თქმით, ის კახელია და სურს რაღაც გაუკეთოს მის რეგიონს, ინიციატივა კი საგარეჯოდან წამოვიდა -„ ჩამოდი და ერთი ჯიგრულად დაგვიდექი გვერდით, მარტო ტელევიზორში ლაპარაკი რა არისო",- აცხადებს კორკოტაშვილი.
მისივე თქმით, მის საარჩევნო კამპანიას ბიზნესმენები, მისი მეგობრები გულშემატკივარი ადამიანები დააფინანსებენ. „ ქართული მისიის“ ხელმძღვანელის თქმით, ის "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილს მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ საკითხებში, რაშიც ისინი „ მაგრები“ არიან. რაც შეეხება ირმა ინაშვილის შესაძლო კონკურენტობას, კორკოტაშვილი ამბობს, რომ უხერხულობას ადგილი არ ექნება, რადგან "ვისაც ხალხი აირჩევს, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, გარდა "ნაციონალებისა", - აცხადებს კორკოტაშვილი "კვირის ქრონიკასთან" საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.