ონის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეულ პროექტებზე მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ საკაოს ადმინისტრაციულ ერთეულში და სოფელ ნაკიეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის"ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
სოფელ ლაგვანთაში მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზის მოწყობა.
სოფელ საკაოში მიმდინარეობს თავშეყრის ადგილის მშენებლობა.
სოფელ ბორცოში დასრულდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სოფელ ნაკიეთში მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მერი გაესაუბრა სამუშაოების შემსრულებელ მეწარმეებს, რომლებსაც მიეცათ კონკრეტული მითითებები სამუშაო პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებით და ვადები მათ გამოსასწორებლად.
ემზარ საბანაძე გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.