ძალიან ბევრი ღირსება აქვს ზესტაფონს, მაგრამ მთავარი ღირსება არის მაინც ძალიან თბილი, გულანთებული, მშრომელი ხალხი, რომელიც ჰყავს ამ ქალაქს, ამ რაიონს და ძალიან მიხარია, რომ დღეს გვაქვს თქვენთან შეხვედრის საშუალება, განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
„ზესტაფონს სჭირდება განვითარება. კეთდება ბევრი რამე, მაგრამ რჩება ძალიან ბევრი პრობლემა, რჩება ქალაქის პრობლემა, სოფლების პრობლემები, ადამიანებს აქვთ პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, სჭირდება ყოველდღიური საქმიანობა და სჭირდება, რა თქმა უნდა, ძლიერი ხელმძღვანელი.
ამ პრინციპების გათვალისწინებით, ჩვენ წარმოგიდგინეთ ძალიან ღირსეული კაცი, ღირსეული ზესტაფონელი, ბატონი გიორგი გოგლიჩიძე, რომელიც, დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან დიდი წარმატებით გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ჰქვია ზესტაფონის განვითარება და კიდევ ერთხელ, მინდა წარმოგიდგინოთ, ბატონი გიორგი.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, ზესტაფონი გაიმარჯვებს", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.