ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ მორიგი ყოველკვირეული შეხვედრა გამართა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე განიხილეს სამუშაო პროცესის მიმდინარეობა მერიაში.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თითოეული პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა წარადგინა ყოველკვირეული ანგარიში და ინფორმაცია სამუშაო პროცესის მიმდინარეობაზე, ასევე განიხილეს მუშაობის პერიოდში გამოკვეთილი პრობლემური საკითხები და სამომავლო გეგმები.
მერმა ხაზი გაუსვა თითოეული სტრუქტურული ერთეულის ეფექტური და ოპერატიული მუშაობის აუცილებლობას.
ემზარ საბანაძის თქმით, თითოეული თანამშრომელი პასუხისმგებელია მერიაში მოქნილი და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.