დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მოადგილეებთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ დუშეთის შიდა საუბნო და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მოასფალტების პროცესშია კარიაულთ დასახლებიდან სოფელ ტონჩის ხიდამდე მიმავალი საავტომობილო გზა, გოგებაშვილის ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა და ბაჩანას ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე მონაკვეთები.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მათ ამხანაგობა „ენკა“ და შპს „კოხტისძირი“ ახორციელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.