საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა უშბიდან ბელორუსი ალპინისტის ჩამოყვანის ღონისძიება წარმატებით დაასრულეს. მაშველებმა ალპინისტი მესტიაში გადაიყვანეს. ის თავს კარგად გრძნობს. მეორე ალპინისტი კი, გუშინ უშბაზე დაიღუპა. მისი ცხედარი მესტიაშია გადასვენებული.
ბელორუსი მთამსვლელები მწვერვალის სამხრეთ – დასავლეთ კედლის ისეთ მონაკვეთზე იმყოფებოდნენ, სადაც ვერტმფრენი ვერ ახერხებდა მისვლას, თუმცა საბოლოოდ მაინც შეძლეს მიახლოება და მათი გადმოყვანა. „მეორე დღეა მიმდინარეობდა სამაშველო ღონისძიება უშბაზე. დღეს დილით მესტიაში მაშველებმა გარდაცვლილი ბელორუსი მამაკაცის ცხედარი ჩამოასვენეს. წარმატებით დასრულდა ღონისძიება, სადაც ციცაბო კლდეზე მეორე ბელორუსი ალპინისტი იმყოფებოდა. ძალიან რთულ პირობებში მაშველებმა პროფესიონალიზმი გამოავლინეს და ციცაბო კლდიდან ბელორუსი ალპინისტის ჩამოყვანა შეძლეს“,-განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზვიად ქაწაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.