თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე სოფელ გოგნში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო
17-05-2019, 21:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გოდერძი თურქაძესთან ერთად სოფ. გოგნში იმყოფებოდა, სადაც საბავშვო ბაღის მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ადგილზე დაათვალიერა მიმდინარე პროცესები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრა.

 


ბონდო სოფრომაძემ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ დავით რობაქიძესა და გოგნის ბაღის ხელმძღვანელ ნური ლაღიძესთან ერთად ბაღის ეზოს კეთილმოწყობასა და სოფელში არსებულ სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა.

 


„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოგვარდა პრობლემა, რაც წლების მანძილზე აწუხებდა გოგნის მოსახლეობას. ამ სოფელში მცხოვრები პატარები ახალ სასწავლო წელს ახალ შენობაში შეხვდებიან. თანამედროვე სტანდარტების, 30 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობაზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „TU-KA“ შეასრულებს, რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 244 084 ლარი დაიხარჯება. ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტი მომავალ თაობაზე ზრუნვაა“-განაცხადა ბონდო სოფრომაძემ.

 


ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი