გიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნება“ - „თავზეხელაღებული ყაჩაღები“ - ზუგდიდში „ემზადება ძალადობით შევარდნენ და უბნები ჩაშალონ, მაგრამ სანდრა რულოვსი „55%-დან 60%-ამდე მიიღებს და ამით დამთავრდება ეს არჩევნები“
18-05-2019, 09:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე ძალადობით ცდილობს უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ, როგორც მან ტელეკომპანია „TV პირველში“ ზუგდიდიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, ხალხის მხარდაჭერა მათ მხარეზეა და მათი კანდიდატი, სანდრა რულოვსი „დაახლოებით 55%-დან 60%-ამდე მიიღებს და ამით დამთავრდება ეს არჩევნები“.

 


„ემზადებიან პირდაპირი ძალადობით, რომ შევარდნენ და უბნები ჩაშალონ, როგორც ეს გააკეთეს 2016 წელს. კიდევ ერთხელ დაინახავს საქართველოს მოსახლეობა, რომ ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს არა პოლიტიკური ძალა, არამედ გვყავს მართლაც თავზეხელაღებული ყაჩაღები, ადამიანები, რომლებიც აყაჩაღებენ ამ ქვეყანას და ამაზეც საკადრის პასუხს მიიღებენ. ყველა ლიდერი აქ ვართ, ყველანი ერთად ვდგავართ, ყველა ვაპირებთ, რომ დავიცვათ თითოეული ხმა, მთავარია რომ ზუგდიდელები მოვიდნენ და არჩევანი გააკეთონ.

 


„იმდენად დიდია ჩვენი უპირატესობა ამ არჩევნებში, რომ ის მექანიზმები, რასაც ისინი ცდილობენ რომ გამოიყენონ, ეს მექანიზმები მათ არ ეყოფათ, არ უშველით და ჩვენ მოვიგებთ, მე მგონი აბსოლუტურად მშვიდად და წყნარად, დაახლოებით 55%-დან 60%-ამდე მიიღებს სანდრა რულოვსი და ამით დამთავრდება ეს არჩევნები. ხალხი დაიღალა იმ დანაშაულით, რასაც სჩადის „ქართული ოცნება“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   დიანა
      
ეს ტაქტიკა გნაცებს კარგად აქვთ დამუღამებული - რასაც თვითონ სჩადიან,იმას ნაგლად აბრალებენ სხვას!
შე რეგვენერატო,რომ გადაავსეთ გნაცებმა ზუგდიდის სასტუმროები პანკისიდან ჩამოყრილი კაცებით, ამას რა ქვია ნეტა?
და მეორე- ჩაშლას,შევარდნას,ყუთების გატაცებას და მამაძაღლობას თქვენა ხართ ჩვეული!
ამ მთავრობას რა ვუთხარი,რომ ასე გაბლატავათ გნაცნაძირლები!
ისევ ხალხი მოგიღებთ ბოლოს თქვე ურჯულო კაცისმკვლელებო და საქართველოს გამყიდველებო! am
18 მაი 2019 07:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი