[ვიდეო] სააკაშვილი აცხადებს, რომ მას „ახლა საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობის“ მხარდაჭერა აქვს და არ დაუშვებს, რომ „ავადმყოფმა ოლიგარქმა, ქურდბაცაცამ, ეს არჩევნები ხელახლა ჯიბეში ჩაიდოს“
18-05-2019, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რომ თუ მას „თავისუფლებისა და კეთილდღეობის“ შენარჩუნება უნდა, რიგგარეშე და შუალედური არჩევნები არ გააყალბოს და შეეგუოს იმას, რომ „ნელ-ნელა ხელისუფლება გადადის წყნარად ხალხის ხელში“.

 

 

თავის ვიდეო მიმართვაში სააკაშვილი აცხადებს, რომ ახლა მას საქართველოს მოსახლეობის „აბსოლუტური უმრავლესობის“ მხარდაჭერა აქვს და 2018 წლის ნოემბრისგან განსხვავებით არ აპირებს შეეგუოს, რომ „ავადმყოფმა ოლიგარქმა, ქურდბაცაცამ, ეს არჩევნები ხელახლა ჯიბეში ჩაიდოს“.

 

 

„ოპოზიციას ყველა რაიონში აქვს აბსოლუტური უპირატესობა, ყველა გამოკითხვა ამაზე მეტყველებს. ზუგდიდში სანდრას აქვს წარმოუდგენელი უპირატესობა და როგორ შეიძლება არ გვქონდეს. ერთი მხრივ არის მსოფლიოში ცნობილი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, იმიტომ კი არა რომ ჩემი ოჯახის წევრზეა საუბარი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს სამეგრელო, ზუგდიდი, საქართველო და მეორე მხრივ არის მძარცველი, რომელსაც ეზიზღება საქართველო - ივანიშვილი - და რომელმაც დააყენა მორიგი თავისი გოდორი იქ ერთ-ერთ კანდიდატად, მორიგი თავისი შნირი და ამ სიტუაციაში, სანდრას ეს არჩევნები აქვს პრაქტიკულად უკვე მოგებული. მაგრამ... ივანიშვილს ჩაყავს იქ დიდი რაოდენობით პოლიცია, აპირებს საარჩევნო უბნებზე მანიპულაციას... მე მინდა მივმართო ივანიშვილს. მომისმინე კარგად, შენ. ეს არჩევნები აქვს სანდრას მოგებული და ყველგან მთავრობას აქვს წაგებული. ან თქვენ აღიარებთ დამარცხებას და შეეგუებით იმას, რომ შენ არა გაქვს აბსოლუტური კონტროლი, საქართველო არ არის შენი დუქანი... ან შეეგუებით, რომ ნელ-ნელა ხელისუფლება გადადის წყნარად ხალხის ხელში და სანდრას რომ ვერ მოუგებთ, სარკეში ჩაიხედეთ, ბიძინა, თუ რაც გქვია. სარკეში ჩაიხედე, შენ რანაირად შეიძლება მოუგო სანდრას, შეხედე სანდრას, შეხედე შენ თავს და შენ გარემოცვას - ან თქვენ წყნარად აძლევთ ხელისუფლებას ხალხს ანდა ჩვენ ყველა უნდა დავმობილიზირდეთ, ეს აღარ არის შარშანდელი ნოემბერი, მე ამას არ გავატარებ. მე, მიხეილ სააკაშვილი, ამას არ გავატარებ.

 

 

 

 

„თუ ამ არჩევნებს ის რაღაცა მექანიზმებით ან გააყალბებს და მოიპარავს, მაშინ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია საქართველოს მასშტაბით, მაშინ ამას ნამდვილად არ შეეგუება სანდრა, ამას ნამდვილად არ შევეგუები მე, მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვიწყებთ საქართველოს მასშტაბით ხალხის მობილიზაციას ყველგან, მშვიდობიან ქმედებას ყველგან, სანამ საქართველოში არ შეიცვლება ხელისუფლება და სანამ საქართველოში არ იქნება ნორმალური არჩევნები, დაიმახსოვრეთ ეს კარგად. მე ვარ ამ პროცესში ჩართული თავიდან ბოლომდე. მე მაქვს საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა ახლა, მიმოიხედეთ თქვენ გარშემო და ეს ასეა და მე არ ვაპირებ შევეგუო, რომ ავადმყოფმა ოლიგარქმა, ქურდბაცაცამ, ეს არჩევნები ხელახლა ჯიბეში ჩაიდოს. მე ვარ ამპროცესებში ჩართული თავიდან ბოლომდე. მე თავიდან ბოლომდე ჩავერთვები ორგანიზაციაში მას შემდეგ თუ თქვენ ამ არჩევნებს მოიპარავთ და ჯიბეში ჩაიდებთ და რა თქმა უნდა მე დავაჩქარებ და მოვამზადებ ჩემს სწრაფ ჩართვას ადგილზე, საქართველოში, ამ პროცესებში ისე, რომ თითსაც ვერ დამაკარებთ. მე უკან აღარ დავიხევ, არც დამიხევია აქამდე, მაგრამ ახლა უკვე გადმოვალ შეტევაზე. დაიმახსოვრე ეს კარგად. ან არჩევნებს ეხლა წყნარად ატარებ და ეგუები მარცხს ან შემდეგ საქმე გექნება მთლიანად საქართველოს საზოგადოების აღშფოთებასთან და ბევრად უფრო მძიმე შედეგებთან შენთვის, შენი არსებობისთვის, შენი - პოლიტიკური მომავალი ისედაც არა გაქვს, მაგრამ - ყველა სხვა მომავლისთვის, შენი თავისუფლებისთვის, კეთილდღეობაზე აღარაფერს აღარ ვამბობ. მე ძალიან სერიოზულად ვარ განწყობილი. მე წავალ ბოლომდე“, აცხადებს სააკაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი