ქედაში ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. ქედის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერის, ქირურგ ფრიდონ სირაბიძის თქმით, პაციენტი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში, პოლიტრავმით მიიყვანეს. ექიმის განცხადებით, 50 წლამდე მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა:
"მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში შემოიყვანეს. აღენიშნებოდა პოლიტრავმა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხვადასხვა ორგანოების დაზიანება, ტრავმული შოკი. დაწყებული იყო რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტს მუცლის ღრუს, გულმკერდისა და მენჯის მიდამოების ტრავმები ჰქონდა. გამოძახებული იყო რეანიმაციული ბრიგადა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ მოხერხდა", - აღნიშნა ფრიდონ სირაბიძემ.
ავტოავარია ქედაში დღეს მოხდა. კურორტ ბეშუმიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი "პიკაპის" ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილის შემაღლებული ადგილიდან გადავარდა. ავარიის დროს, ავტომანქანაში მსხდომი ორი მოზარდი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.