თინა ბოკუჩავამ ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღით „ოპოზიციის ყველაზე აქტიური წარმომადგენლების“ დაშინების ფაქტი გაასაჯაროვა და პოლიციისგან აღნიშნულის დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვა
18-05-2019, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქალბატონი ზოია ქვარცხავა, ჩვენი წარმომადგენელი [ზუგდიდის] 87-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში, იმყოფებოდა კომისიის ტერიტორიაზე, როდესაც გაურკვეველი პირები გადმოვიდნენ მანქანიდან და მათ განახორციელეს ჰაერში გასროლა პისტოლეტის ტიპის იარაღიდან“, განაცხადა ახლახან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინათინ ბოკუჩავამ და მოითხოვა პოლიციისგან, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება.

 

 

„მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქალბატონმა ზოიამ შეძლო რომ დაეფიქსირებინა იმ მანქანის ნომერი, რომლიდანაც აღნიშნული პირები გადმოვიდნენ, ჩვენ გაგვაჩნია ფოტომასალა ამსახველი ამ ნომრის და აღმოჩნდა, რომ ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში 14 მაისს, როდესაც იყო მცდელობა მირანდა მესხის ორგანიზებით სიების გატაცების, რომელიც ჩვენ შემდგომ დავაბრუნებინეთ. ფაქტია, რომ ეს არის ორგანიზებული მცდელობა, რომ დააშინონ ოპოზიციის წარმომადგენლები. ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის „ქართული ოცნების“ ზონდერი, რომელიც ერთის მხრივ ცდილობს მოიპაროს სიები, რისი საშუალებაც ჩვენ მას არ მივეცით და მეორეს მხრივ იარაღით და გასროლით დააშინოს ოპოზიციის ყველაზე აქტიური წარმომადგენლები, მათ შორის კომისიის წევრები. ეს მათ არ გაუვათ. ჩვენ მოვითხოვთ პოლიციისგან მოხდეს დაუყოვნებლივ აღნიშნული ფაქტის გამოძიება, არა მხოლოდ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც მოახდინეს გასრლა, არამედ ასევე დაისაჯონ ის ადამიანებიც, ვინც გასცა ეს უკანონო ბრძანება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით უკვე ვინც არის ამ მანქანის მეპატრონე, ეს არის ირაკლი ჩანგელია, რომელიც დაბადებულია 1999 წელს. თუ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, იმედი გვაქვს, რომ პოლიციას ასევე აქვს ეს ინფორმაცია და მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ასევე უნდა დაისაჯონ ის ადამიანებიც, ვინც გასცეს ეს უკანონო ბრძანება“, განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

 

 

კომენტარები: 3
#3   დავითი
      
ამას პ ო ნ ტ ი ჰქვია „...მათ განახორციელეს ჰაერში გასროლა პისტოლეტის ტიპის იარაღიდან“, "

http://guardian.ge/44027-akhlakhan-gavrcelebuli-informacia-thina-bokuchavam-zugd
idshi-ceckhlsasroli-iaraghith-opoziciis-yvelaze-aqtiuri-tsarmomadgenlebis-dashin
ebis-faqti-gaasajarova-da-policiisgan-aghnishnulis-dauyovnebliv.html?fbclid=IwAR
0S9Q1lQHA-RuZcGZVu_MYBwA2Ss9RYLdulBrJdupq-B6aerW7Q9BukQAM
თინა ბოკუჩავამ ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღით „ოპოზიციის ყველაზე აქტიური წარმომადგენლების“
18 მაი 2019 13:36
#2   დიანა
      
დიდყურაბოკუჩავა,ბერჯერ ყოფილა გნაცებისგან ეგეთები და მაგაზე უარესები,აყაყანებულხართ,არიქა გვჩაგრავენო და რომ გარკვეულა რომ ისევ თქვენი ნამაიმუნარია,მერე ჩამკვდარხართ. და იცი ისევ რატომ აყროლდით ახლა? იმიტომ,რომ პასუხი არავის მოუთხოვია თქვენს სიდამპლეზე შე ვირხა!

ციტატა: Zoro
და იქნებ კრემლისტი ნაცების მანქა იდგა სპეციალურად შენობასთან, ფოტოები გადაიღეთ, ვიდეო და მერე წავიდა და ისროლა (ტიმურა ალასანიას და ეგორას გუნდისგან ეს გაგვიკვირდება?) - ესეთი რამ არ შეიძლება მომხდარიყო? მთელ საქართველოს ჰგონია რომ ესეა - ამიტომ ამის წინასწარ გამოცდხადება გამოძიების გარეშე კრემლისტურ - KGB-სნიკური ჰიბრიდული - დეზინფორმაცია - ვაი და ესეა? :))



არ აწყობთ არც ვიდეოს და არც ფოტოს დადება. ისევ მაგათი ნათაღლითარია. პირველი შემთხვევაა ამათი მაიმუნობა თუ რა!
18 მაი 2019 10:47
#1   Zoro
      
და იქნებ კრემლისტი ნაცების მანქა იდგა სპეციალურად შენობასთან, ფოტოები გადაიღეთ, ვიდეო და მერე წავიდა და ისროლა (ტიმურა ალასანიას და ეგორას გუნდისგან ეს გაგვიკვირდება?) - ესეთი რამ არ შეიძლება მომხდარიყო? მთელ საქართველოს ჰგონია რომ ესეა - ამიტომ ამის წინასწარ გამოცდხადება გამოძიების გარეშე კრემლისტურ - KGB-სნიკური ჰიბრიდული - დეზინფორმაცია - ვაი და ესეა? :))
18 მაი 2019 09:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი