სამთო მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ყაზბეგი-გუდაურის მონაკვეთზე, ხევის მიმდებარედ, პარაპლანით მფრინავი 2 ტურისტის საფრენი აპარატი სადენებს შორის მოხვდა და იქიდან თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდნენ.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა ყაზბეგის სამთო-სამაშველო ჯგუფი, რომელმაც ადგილობრივებთან ერთად, სამაშველო თოკებისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს.
სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად მზად იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.
ტურისტები თავს კარგად გრძნობენ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.