მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა ღონისძიება „ღამე მუზეუმში“.
მოეწყო ბოლო წლებში მუზეუმში საჩუქრად გადმოცემული სხვადასხვა მხატვრების: ირაკლი ფარჯიანის, სერგო ჩახოიანის, კარლო კაჭარავას, გია ბუღაძის, მამუკა ცეცხლაძის, ლია შველიძის, რუსუდან ხიზანიშვილის, ჯემალ კუხალაშვილის, ბესიკ არბოლიშვილის, ნოდარ ბადურაშვილის, გია გოგლიძის, ირა რაზმაძის, ავთო მესხის, გიორგი ჩალაძის, გურამ ბერუჩაშვილის, მალხაზ ჯაფარიძის, ნინო მეტრეველის სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა.
შემდეგ ნაჩვენები იყო ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ალექსანდრე რეხვიაშვილის მიერ ონელ ებრაელებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.