საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსამსახურეთა ხელფასი განისაზღვრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) 3540 ლარი ექნება.
ამავე დადგენილების მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს 2 950 ლარი, ხოლო უფროსის მოადგილეს 2 720 ლარი ექნება.
გენერალური ინსპექციისა და ადმინისტრაციის უფროსების ხელფასი იქნება 2 705 ლარი.
მომსახურე პირებისთვის გათვალისწინებულია დანამატების გაცემის პრინციპები, კერძოდ, სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე სამსახურის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ხელფასზე ყოველთვიური პროცენტული დანამატი დაერიცხებათ. 1-დან 2 წლამდე - 5%; 2-დან 5 წლამდე - 10%; 5-დან 10 წლამდე -15%; 10 წელი და მეტი - 20%;
დადგენილება ასევე განსაზღვრავს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისათვის ყოველთვიური ხელფასის ოდენობას, რაც 23 ლარს შეადგენს. ხოლო მათთვის ყოველთვიურად ხელფასზე დანამატი 9 ლარი იქნება.
დადგენილებით, წოდებრივი სარგოები გათვალისწინებულია სხვადასხვა სამხედრო ან სპეციალური წოდების პირებისთვის. მათ შორის კაპრალისა და პოლიციის რიგითისთვის წოდებრივი სარგო 3 ლარის ოდენობითაა გათვალისწინებული, სერჟანტისთვის - 5 ლარი, ლეიტენანტისთვის - 25 ლარი და ა.შ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.