„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დარწმუნებულია გამარჯვებაში.
„ვარ გამარჯვებაში დარწმუნებული და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. მივეცი ხმა იმას, რომ მშვიდი გარემო, ერთმანეთის პატივისცემის გარემო შენარჩუნდეს 2020-ისა და შემდეგი არჩევნებისთვის. რაც მთავარია ხმა მივეცი შენებას, განახლებას. მთაწმინდელებს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიური შეხვედრებისთვის და იმ ურთიერთობის ფორმისთვის, რომელიც ჩვენ შორის არსებობს წლების მანძილზე. იმედია, ეს ურთიერთობები არასდროს გაფუჭდება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, განაცხადა ლადო კახაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.