კახა კალაძე: „ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს“
19-05-2019, 11:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ამომრჩეველს აქტივობისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ კანდიდატების პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი არსებობს.

 


„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო იმ მოქალაქეებს, ვინც უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა.

 


ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს.

 


მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს ზუგდიდში, ჭითურაში, ზესტაფონში, მარნეულსა და ხულოში, მაქსიმალურად იაქტიურეთ და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. ასევე მივმართავ ჩევნს თანამოქალაქეებს საგარეჯოში, ადიგენში, ტყიბულში, წყალტუბოში, ოზურგეთსა და ახმეტაში, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, თუ როგორი ერთიანები, ძლიერები და ღირსეულები ვართ.

 


მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო ჩემს ძვირფას თბილისელებს, მთაწმინდის მოსახლეობას, რომელიც უამრავი ისტორიის მნახველია, ყოველთვის იდგა ქვეყნისთვის საჭირო ადგილას და ახლაც, დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებს.

 


თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 


ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, თქვენი მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს. ამიტომ, ნუ დაიზარებთ, გამოცხადდით საარჩევნო უბნებზე და ერთად ვიზეიმოთ პირველივე ტურში გამარჯვება“, განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი