გიორგი გახარია: „უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ არჩევანი, მიუხედავად რისკებისა და პროვოკაციებისა, რომლებიც შეიძლება იგეგმებოდეს“
19-05-2019, 12:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის N5 საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ, გიორგი გახარიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

 

 

მისი თქმით, მთაწმინდის საარჩევნო უბნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეფექტურობის სასარგებლოდ გააკეთა საკუთარი არჩევანი:

 

 

„როდესაც მხოლოდ მთაწმინდაზე ვაძლევ ხმას, განსაკუთრებით ვითვალისწინებ ამ უბნის, ამ რაიონის ინტერესებს“, განაცხადა გახარიამ.

 


მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოქალაქეებმა დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი.

 


„შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს არჩევნების დღეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მიუხედავად იმისა, სად, რომელ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აძლევენ ხმას, დემოკრატიულ გარემოში და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი. ამას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმ რისკებისა, იმ პროვოკაციებისა, რომლებიც შეიძლება იგეგმებოდეს“, განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი