ნათია მეზვრიშვილი: მიმდინარე შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში, შსს-ს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა
19-05-2019, 12:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, მიმდინარე შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.

 


მეზვრიშვილის თქმით, შსს მოუწოდებს ყველას, დაიცვას კანონი, რათა შენარჩუნებულ იქნას მშვიდი და უსაფრთხო საარჩევნო გარემო, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, თავისუფლად გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ თითოეულ ინციდენტზე. ყველა სამართალდარღვევა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

 

 

ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადგილებზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკვე განხორციელდა საპოლიციო ძალების გადანაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს პროცესი, საჭიროების მიხედვით, დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

სამინისტროს აქტიურად თანამშრომლობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ყველა შესაძლო ინციდენტი, როგორც უბანზე, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროულად იქნას აღკვეთილი", განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი